საქართველოს თასი

ახალი ამბები

სფფ-ში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წილისყრა გაიმართა

19 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგის ხუთი, ეროვნული ლიგა 2-ის  შვიდი, ლიგა 3-ის ერთი და  ლიგა 4-ის სამი გუნდი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: თელავი - ლოკომოტივი, სამტრედია - საბურთალო, მერანი მრ - გურია, რუსთავი - სიონი, თბილისი სითი - ზუგიდიდი, მერანი თბ - დინამო თბ, გარეჯი - სპაერი, გაგრა - ტორპედო.

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 18-19 ივნისს გაიმართება. გათამაშების დეტალური კალენდარი იხილეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.