საქართველოს თასი

ახალი ამბები

27 ივნისს საქართველოს თასის მეოთხედიფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება

27 ივნისს 14:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

წილისყრის პროცესში მონაწილეობას მერვედფინალში გამარჯვებული 8 გუნდი მიიღებს.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის მონაწილე კლუბები:

  • ეროვნული ლიგა - რუსთავი, ტორპედო, ლოკომოტივი, საბურთალო
  • ეროვნული ლიგა 2 - მერანი თბილისი
  • ლიგა 3 - მერანი მარტვილი
  • ლიგა 4 - გარეჯი, თბილისი სითი